Latest news
შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ჰიდრა: ბრედ პიტის ფილმის გადაღების პროცესთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლები უკმაყოფილებას გამოხატავენ

ჰიდრა: ბრედ პიტის ფილმის გადაღების პროცესთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლები უკმაყოფილებას გამოხატავენ

გაუთვალისწინებელი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა ბრედ პიტის ფილმის გადამღები ჯგუფი დღეს დილით, როცა საზღვაო ტაქსის მძღოლებმა მტკიცე უარი განაცხადეს სატრანსპორტო საშუალებების პორტიდან გაყვანასთან დაკავშირებით.

protothema.gr-თან საუბრისას ტაქსის მძღოლებმა უკმაყოფილება გამოხატეს და განაცხადეს, რომ გადამღებ ჯგუფს ოფიციალურად არ უთხოვია და არც განცხადებით მიუმართავს ტაქსის მძღოლებისთვის და გზა რომელიც ჯგუფმა აირჩია მათთვის მიუღებელია: 

“ჩვენ თანხა არ მოგვითხოვია. არც გადამღებმა ჯგუფმა და არც რომელიმე პასუხისმგებელმა ორგანომ შეგვატყობინა გადაღებების დაწყებასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ გვცოდნოდა და დაგვეგეგმა ჩვენი მარშრუტები და ახლა უეცრად გვთხოვენ გადავიყვანოთ საზღვაო ტაქსები, რადგან გადაღებას ხელს ვუშლით. გამორიცხულია დავემორჩილოთ მოთხოვნას.”  

ამავდროულად, წყლის ტაქსების მფლობელები აღნიშნავენ, რომ გადამღებმა ჯგუფმა სათანადო კომპენსაცია გადაუხადა ყველა მაღაზიის მეპატრონეს, რომლებსაც პორტში თავიანთი მაღაზიები დაკეტილი აქვთ გადაღებების საჭიროებისთვის.

თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, წყლის ტაქსებთან შესაბამისი კომუნიკაცია არ ყოფილა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *