Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ინფლუენსერები საგადასახადო ორგანოების მიზანში: “შავი” გაყიდვები და არადეკლარირებული შემოსავალი

საგადასახადო სამსახური ამოწმებს უამრავ პროფილს და სოციალური მედიის პლატფორმას, როგორიცაა Facebook, Instagram და TikTok.

კონკრეტულად, განვითარების სამინისტრო იძიებს, იცავენ თუ არა გავლენიანი ინფლუენსერები სამომხმარებლო კანონმდებლობას, ხოლო საგადასახადო ორგანოები ეძებენ „შავ“ გაყიდვებს, არადეკლარირებულ შემოსავალს და „ყალბი საქონლის“ ბიზნესს.

მეგა ინფლუენსერების კატეგორიაში შედიან ისინი, ვისაც ჰყავთ 500,000-დან 2 მილიონამდე მიმდევარი და შეუძლიათ მიიღონ 3000 – 10,000 € თანხა პოსტზე.

მაკრო ინფლუენსერები (100,000-500,000 მიმდევარი): 1000 – 3000 ევრო პოსტზე.

მიკრო ინფლუენსერები (3000-30000 მიმდევარი): 300 – 1000 ევრო პოსტზე.

ნანო ინფლუენსერები (3000-მდე მიმდევარი): 100-500 ევრო პოსტზე

ყველაზე მეტი მიმდევარით ბერძენი ინფლუენსერების სათავეში არიან აკის პეტრეძიკისი და კოსტას ციმიკასი თითოეული 1,800,000 გამომწერით.

მათ მოსდევს ელენი მენეგაკი და ელენი ფურეირა 1 300 000 გამომწერით, ასევე ანდრეას გეორგიუ და იოანა ტუნი 1 200 000 და 1 100 000 გამომწერით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *