Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიო

ავსტრიის ზოოპარკში მარტორქა თავს დაესხა მომვლელს და მოკლა

დღეს დილით ტრაგედია დატრიალდა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის ზოოპარკში, როდესაც 1,8 ტონა წონის მდედრი მარტორქა თავს დაესხა და მოკლა ამავე ზოოპარკის 33 წლის თანამშრომელი, როდესაც ის მორიგ სამუშაოს ასრულებდა.

ახალგაზრდა ქალი თავდასხმისთანავე რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა, ცხოველის გაყვანის მცდელობისას ასევე მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი 34 წლის მომვლელი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომელი მარტორქისთვის მწერების საწინააღმდეგო საშუალების წასმას ცდილობდა.

მძიმედ დაშავებული მეორე მომვლელი სასწრაფო დახმარების მანქანით ზალცბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ადგილზე კი კრიზისების მართვის ჯგუფი მუშაობს.

ზოოპარკი, რომელშიც 1500 ცხოველია და 400 000-ზე მეტ ვიზიტორს იღებს, დღეს (12/9) დაკეტილი რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *