Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტოსაგზაო შემთხვევამ 27 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 27 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

დღეს გამთენიისას მესოლონგიუში, კერძოდ რეცინაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 27 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 15 წლის მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

უბედური შემთხვევა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მოხდა.

ავტომანქანა, რომელსაც 27 წლის მძღოლი მართავდა გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. მძღოლი მაშველებმა უგონო მდგომარეობაშ ამოიყვანეს ავტომანქანიდან და ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

არასრულწლოვანი, რომელიც მძღოლთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს მესოლონგიუს გენერალურ საავადმყოფოში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *