Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
კვირა, ოქტომბერი 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით

ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით

კვირას, 17 მაისს საღამოს კუნძულ როდოსზე, აფანდოს რეგიონში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ტელემაუწყებელი ΑΝΤ1-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ავარიას შეესწრო, აცხადებს, რომ ავტომანქანა ელვის სიჩქარით გადაადგილდებოდა და ცდილობდა გადაესწრო ყველა წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის.

“შუადღის 12 საათი იქნებოდა, როცა მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები როდოსიდან აღიო იოანნისკენ დავიძარით. შუქნიშანს როგორც კი გავცდით, კოსკინუს გზაჯვარედინზე უკნიდან ძლიერი ხმაური შემოგვესმა. ხმაურის გაგებიდან რამდენიმე წამში პატარა ვერცხლისფერმა ავტომანქანამ ელვის სისწრაფით ჩაგვიარა. ზიგ-ზაგებით უსწრებდა წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. მეუღლეს ვუთხარი სიჩქარისთვის ეკლო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მოშორებით იმყოფებოდა მანქნა, მაინც გვესმოდა გადაჭარბებული სიჩქარით გამოწვეული ხმა. იმ მომენტშივე ვუთხარი მეუღლეს, რომ ვინმეს შეიწირავდა ის მანქანა. რამდენიმე საათის შემდეგ კი გავიგეთ, რომ ავტომანქანამ, რომლის აღწერილობაც ჩვენს მიერ ნანახს ემთხვეოდა, 2 ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *