Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ექიმმა დაგეგმილი ოპერაციები გადადო, რადგან… პაციენტთა პალატაში ეძინა

ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში ექიმმა გადადო დაგეგმილი ოპერაციები,  რადგან… პაციენტთა ოთახში მძინარე იპოვეს. სასაცილო ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა, ორი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დროს, რომლებსაც დაგეგმილი რუტინული ოპერაციები უნდა გაეკეთებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით,  ოპერაციები დანიშნული იყო ერთი დილის 07:30 საათზე, ხოლო მეორეზე ნახევარი საათით გვიან, რის გამოც ორივე  პაციენტი საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივიდა.

საავადმყოფოს მისაღებში მათ მიუთითეს სართული და ორადგილიანი პალატა, სადაც ოპერაციის შემდეგ ორივე პაციენტი ერთად უნდა მოეთავსებინათ. როდესაც ისინი მივიდნენ პალატასთან, სადაც  ოპერაციის დაწყებამდე პირადი ნივთები უნდა დაეტოვებინათ, აღმოჩინეს, რომ პალატაში შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გაოცებულმა ქალებმა ერთ-ერთ მორიგე ექთანს დაურეკეს, რათა გაეგოთ რა ხდებოდა.

როგორც კი ექთანმა აღმოაჩინა, რომ კარი ნამდვილად არ იღება, მან პალატის  გასაღები მოიტანა. კარი გააღეს და შიგნით მძინარე ექიმი იპოვეს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ამდგარიყო და სწრაფად წასულიყო ქირურგიული პროცედურის დაწყებისთვის მოსამზადებლად, ბუზღუნებდა და პალატიდან  გასვლას აგვიანებდა.

ორივე ქალი და მათი თანმხლებები ბოლომდე ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ვერ შეძლეს, ამიტომ სასწრაფოდ ახსნა-განმარტება სთხოვეს საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

საბოლოოდ ოპერაციები ნახევარი საათით გადაიდო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *