Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთი

ალექსანდრია იმათიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 46 წლის პოლიციელი ალექსანდროს ციმოულისი.

ტრაგიკული შემთხვევა დღეს, დილით, 08:45 საათზე მოხდა  ალექსანდრია იმათიაში, მ.ალექსანდროს ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც „სახალხო ბაზარი“ იმართება, მე-2 გიმნაზიის სიმაღლეზე.

სამსახურეობრივ მოტოციკლეტს, რომელსაც პოლიციელი  მართავდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლის საჭესთანაც ფეხმძიმე ქალი იჯდა.

შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანამ ალექსანდრიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, შემდეგ კი ვერიის საავადმყოფოში.

სამწუხაროდ მძიმე ტრავმების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

46 წლის პოლიციელი 4 არასრულწლოვანი შვილის მამა იყო.

ის განსაკუთრებულად უყვარდათ და პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მის კოლეგები, არამედ ადგილობრივ საზოგადოებასაც, რომელმაც პატივი მიაგო ბოლო არჩევნებზე TK Loutro-ს პრეზიდენტად არჩევით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *