Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ამალია ნიკოლოპულუს გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

ამალია ნიკოლოპულუს გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

ამალია ნიკოლოპულუ 2021 წლის 13 ოქტომბერს გაუჩინარდა. 4 წლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მისმა ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო, რომლის წაკითხვის შემდეგაც გაუჩინარებული ქალის ცხედარი რევმატია მელიღალას გამოქვაბულში 5 მეტრის სიღრმეში ჩაგდებული იპოვეს.

75 წლის ქალის ცხედრის პოვნის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტიურად დაიწყეს გამოძიების წარმოება, რათა დადგინდეს ქალის გაუჩინარების გარემოებები. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი, სადაც ამალია ნიკოლოპულუს ცხედარი იპოვეს საკმაოდ გაუვალია, საჭიროებს მრავალსაათიან საგამოძიებო სამუშაოებს.

ოჯახმა ანონიმური წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც ქალის გაუჩინარების ამბავი ტელეგადაცემა “Φως στο Τούνελ”-ში გავიდა. გადაცემაში იმ ადამიანმა დარეკა, ვინც ამ ადგილს კარგად იცნობს და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იპოვა ძვლები, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანისას. აღნიშნული ინფორმაცია ტელემაუწყებელმა პოლიციას გადასცა, რის შედეგადაც ექსპერტიზაზე გადატანილ იქნა ცხედარი და დადგინდა, რომ ძვლები სწორედ გაუჩინარებულ ამალია ნიკოლოპულუს ეკუთვნოდა. 

გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი სადაც ცხედარი იპოვეს გამოცდილი მთამსვლელებისთვისაც კი მიუვალია ჩნდება კითხვა, თუ როგორ მივიდა დამოუკიდებლად ხანშიშესული ქალი აღნიშნულ ტერიტორიაზე. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალის ტანსაცმელი მისი გაუჩინარებიდან 3 თვის თავზე იპოვეს დაკეცილი სახლიდან 500 მეტრში, ხოლო მისი ჩანთა კი 3 წლის შემდეგ სახლის ეზოში.

ცხედარს პერანგი, მწვანე ზედა, ჟაკეტი და ერთი ფეხსაცმელი ეცვა. ასევე თან ჰქონდა წინდაში გახვეული თანხა. 

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედრის დაშლა სწორედ იმ ადგილას მოხდა სადაც ის იპოვეს. აღნიშნული არ გამორიცხავს იმას, რომ ქალი შეიძლება მოეკლათ სხვა ადგილას და სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი გადაეტანათ გამოქვაბულში. 

ერთადერთი მოტეხილობა, რომელიც ქალის ძვლებზე შეინიშნება არის მარჯვენა ხელის ძვლის არეში. ექიმი, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა აცხადებს, რომ 5 მეტრის სიმაღლეზე ბუნებრივად ვარდნის შემთხვევაში ძვლებზე უნდა ყოფილიყო მრავალგზის მოტეხილობები. მათი არ არსებობა კი აჩენს იმის ეჭვს, რომ ქალი სპეციალურად ჩაიყვანეს და დატოვეს გამოქვაბულის მიუვალ ნაწილში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *