Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდი: ატიკაში 9 ბოფორტამდე ქარმა ხეები ამოძირკვლა

ამინდი: ატიკაში 9 ბოფორტამდე ქარმა ხეები ამოძირკვლა

ათენში, აღია პარასკევის უბანში, კარაისკაკის ქუჩაზე დაყენებულ მანქანებს, ქარის შედეგად დიდი ხე დაეცა.

ზამთრის ამინდის სცენა დღეს, კვირას გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ატიკაში დილიდან ქრის ძლიერი ქარი ცხრა ბოფორტით.

ქარმა პრობლემები შექმნა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილებში, რადგან უზარმაზარი ხეები ამოიძირკვა. კერძოდ, აღია პარასკევში, კარაისკაკის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანებს დიდი ხე დაეცა.

EMY-ის (ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური) ინფორმაციით, ატიკაზე შუადღემდე მოსალოდნელია ღრუბლები მსუბუქი ადგილობრივი წვიმებით, ხოლო ქარი ჩრდილოეთით ჩრდილო-აღმოსავლეთით 6-დან 8-მდე და აღმოსავლეთში 9 ბოფორტამდეა.

ტემპერატურა 06-დან 12 გრადუს ცელსიუსამდეა. აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ტემპერატურა 2-დან 3 გრადუსამდე ნაკლები იქნება.

ორშაბათიდან უმეტეს რაიონში ამინდი “გასუფთავდება” და “მძიმე” ზამთარი სამხრეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსით შემოიფარგლება. ორშაბათს დილას უკიდურესად დაბალი ტემპერატურა გვექნება ჩრდილოეთით სრული ყინვით (მთელი 24 საათის განმავლობაში ტემპერატურა ნულის ქვემოთ იქნება).

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *