Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

არეულობა თეთრ სახლში: ბაიდენის აგრესიულმა ძაღლმა “კომანდერმა” შვიდი აგენტი დაკბინა

თეთრ სახლში გამეფებული ნერვული კლიმატის მანიშნებელია გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტის“ პირველი გვერდი, სადაც მოხსენიებულია ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გერმანული ნაგაზი, სახელად “Commander” (მეთაური), რომელიც საშინელ კოშმარად იქცა და შიშის ზარს სცემს  პრეზიდენტის თანამოაზრეებს, ძირითადად, საიდუმლო სამსახურის აგენტებს.

საუბარია პრეზიდენტ ბაიდენის  ორი წლის ძაღლზე, რომელმაც საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების სულ მცირე შვიდი წევრი დაკბინა. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

კბენის შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი, რომელშიც აღნიშნა, რომ თეთრ სახლში არსებული  დაძაბული ატმოსფერო განაპირობებს ძაღლის აგრესიულ ქცევას.

თუმცა, მანჰეტენზე ძაღლების ქცევის ექსპერტმა, ანდრეა არდენმა ამერიკულ გაზეთს განუცხადა, რომ გარემო არ არის პასუხისმგებელი ძაღლის ურჩ ქცევაზე.

პირიქით, როგორც მან აღნიშნა, პასუხისმგებლობა ეკისრება ცხოველის პატრონს, რომელიც უნდა გაუმკლავდეს მისი შინაური ცხოველის აგრესიულ ქცევას, როგორც კი იგი გამოავლენს სისასტიკის პირველ ნიშანს.

ეს იყო 2022 წლის ნოემბერი – როგორც New York Post-ი იტყობინება, როდესაც ძაღლი პირველად დაესხა თავს პრეზიდენტის დაცვის მუშაკს თეთრი სახლის გარე ტერიტორიაზე.

რამდენიმე დღის შემდეგ გერმანულმა ნაგაზმა უკბინა უსაფრთხოების ტექნიკოსს ზურგზე ბაიდენის სახლში, ვილმინგტონში.

ბაიდენის ორი წლის გერმანულმა ნაგაზმა ოთხი თვის განმავლობაში სულ შვიდი ადამიანი დაკბინა.

აღნიშნულია, რომ „მეთაურმა“ ბაიდენის პირველი ძაღლის, სახელად „მაიორის“ ადგილი დაიკავა- ასევე გერმანული ნაგაზის, რომლის 2021 წელს გამოვლენილი აგრესიული ქცევის გამო იძულებული გახდნენ მისთვის საცხოვრებელი სახლი შეეცვალათ.

2021 წლის 20 დეკემბერს კი ბაიდენმა Twitter-ის საშუალებით ფართო საზოგადოებას გააცნო თავისი ახალი თანამგზავრი თეთრ სახლში, სახელად „კომანდერი“.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *