ოკეანიდან ტრაგიკულად ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები ამოიღეს
პირველი ნაბიჯი იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა რეალურად ახლახანს ატლანტის ოკეანეში დაკარგულ წყალქვეშა ნავზე, იქნება მისი ნაწილების პოვნა და ნაპირზე გამოტანა.
ოთხშაბათს, 28 ივნისს, ტიტანის გაუჩინარებიდან ათი დღის შემდეგ, აღმოაჩინეს და ამწეების საშუალებით გადმოტვირთეს წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები პორტ სენტ-ჯონსში, კანადის ნიუფაუნდლენდში.
პროცესი მოყვარულებმა გადაიღეს და მაშინვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში ტელევიზიითა და სოციალური მედიით.
ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის, რაც არ ჩანდა ფოტოებსა და ვიდეოებში: ადამიანის ნაშთები, რომლებიც, აშშ-ს სანაპირო დაცვის განცხადების თანახმად, “უაღრესად ფრთხილად შეაგროვეს” წყალქვეშ, იქ სადაც ტიტანი ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზით განადგურდა.
მანამდე კი ამერიკულ ქსელ CBS-თან საუბრისას ჰიპერბარიული მედიცინის ექსპერტმა Dr. კენ ლედეზმა აღნიშნა, რომ “არ უნდა გამოვრიცხოთ ადამიანის ცხედრების პოვნა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია – თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტიტანის აფეთქების ზუსტ მომენტზე, ანუ იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს მოვლენა .
Dr. ლედეზმა ასევე აღნიშნა, რომ არავის შეუძლია იცოდეს, რა შეიძლება გამოავლინოს ნარჩენების მკვლევართა მიკროსკოპის ქვეშ შესწავლამ. ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი ადამიანის ორგანიზმის რეალური შესწავლისა მას შემდეგ, რაც მან განიცადა წყლის საშინელი წნევა, დაახლოებით 4000 მეტრის სიღრმეზე, როგორც ეს ახლა მოხდა ტიტანის აფეთქებისას.
წყალქვეშა ნავის ნაშთები გადაიტანეს გემ “ჰორიზონტ არქტიკის” ბორტზე, როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ნავის ილუმინატორს არ აქვს გამჭვირვალე კრისტალი, რაც ამყარებს ერთ-ერთ ვერსიას, რომ წყალქვეშა ნავმა დიდ წნევას ვერ გაუძლო.
ტიტანის ამოღებული ნაწილები გადატანილი იქნა და ინახება უსაფრთხო ადგილას, რათა სასამართლო ექსპერტების, გემთმშენებლების,მასალების სიმტკიცეზე სპეციალიზირებული მეცნიერების და ა.შ. მიერ მოხდეს მათი საფუძვლიანი შესწავლა.
კატასტროფის შესახებ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეხება ელექტრონულ მონაცემებს, ანუ შესაძლებელია თუ არა ნავზე არსებული ჩამწერი მოწყობილობების გაანალიზება, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე ინსტრუმენტში ან თუნდაც კამერაში, მობილურ ტელეფონში და ა.შ არსებობდეს რაიმე ჩანაწერი, ტიტანის ხუთი მგზავრის მიერ განცდილი დრამატული ბოლო წუთების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური კომიტეტი მომხდარის გამოსაძიებლად, აუცილებლად იქნება დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოითხოვება კომპენსაციები, რამაც შესაძლოა Stockton Rush-ის წყალქვეშა ტურების კომპანია OceanGate გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტიტანის უბედური შემთხვევის გათვალისწინებით უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების გამო წყალქვეშა გასეირნებისადმი ინტერესი ნულამდე შემცირდება.
