Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

არ ვიცი რის საფუძველზე მადანაშაულებენ – აცხადებს იოგას ტრენეი, რომელსაც ბრალი ხანძრის არაერთგზის განზრახ გაჩენაში ედება

არ ვიცი რის საფუძველზე მადანაშაულებენ – აცხადებს იოგას ტრენეი, რომელსაც ბრალი ხანძრის არაერთგზის განზრახ გაჩენაში ედება

“არ ვიცი რატომ მაბრალებენ რომ ხანძარს ვაჩენ.” – განუცხადა გამომძიებელს დაკითხვაზე იოგას ტრენერმა, რომელსაც ბრალად ხანძრის არაერთგზის განზრახ გაჩენა ედება.

იოგას ტრენერმა, რომელიც ერთ დროს ჩრდილოეთ გარეუბნების სპორტდარბაზებში საუკეთესო პროფესიონალად ითვლებოდა, ჩვენების მიცემა ბოლო წლებში განცდილი რთული გარემოებების აღწერით დაიწყო: 

“ყველა ბრალდებას უარვყოფ. ამ პერიოდში გარდამავალ პერიოდს გავდივარ. კიფისიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ვცხოვრობდი და ვგეგმავდი ლაკონიაში დაბრუნებას, სადაც ერთ-ერთმა კომპანიამ თანამშრომლობა შემომთავაზა. სასტუმროში 5 დღე ვიცხოვრე 22 იანვრიდან 27 იანვრის ჩათლით, რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მაქვს. 31 იანვარს, როდესაც დამაკავეს, ნეა ერითრეაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მივდიოდი, რადგან ჩემი ნაცნობი მუშაობს იქ და შემომთავაზა, რომ იმ ღამეს მასთან დავრჩენილიყავი. როდესაც შესამოწმებლად პოლიცია მომიახლოვდა წინააღმდეგობა არ გამიწევია. მეტამორფოსზე დეიდაჩემი ცხოვრობს, მამაჩემის და. 10 წელია არ მინახავს. კორპუსში სადაც ის ცხოვრობს ცხოვრობს ჩემი ოჯახიც. ჩემი მშობლები და ჩემი ძმა. 2022 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ იქ. მას შემდეგ, რაც ჩემმა მშობლებმა დროებით შემიფარეს როცა 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ ფსიქიატრიულიდან გამომწერეს. უსახლკარო ვარ 2016 წლიდან. არ ვიცი რატომ ამბობს ყველა რომ ფულს ვთხოვ. არც ის ვიცი რატომ მადანაშაულებენ ხანძრის გაჩენაში. უკვე 10 წელია ბრალს მდებენ ერთი და იმავე ქმედების გამო, რაც არ ჩამიდენია.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *