Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

აღია პარასკევზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

აღია პარასკევზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

დღეს დილით, აღია პარასკევზე, გაჩენილ ხანძარს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა. ბინაში მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას დაახლოვებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ და მაშინ როცა საცხოვრებელში შესვლა მოახერხეს სახლის მისაღებ ოთახში ქალის დამწვარი სხეული აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი ქალბატონი 70 წლის ბინის დამქირავებელი იყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქუჩაში ნაგავს აგროვებდა ხოლმე და მარტო ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძრის გაჩენის მიზეზი ზუსტად ბევრი დაგროვილი გამოუსადეგარი ნივთი იყო, რომელსაც სანთლისგან ალი გადაედო და მალევე ხანძარი უკონტროლო გახდა. 

როგორც მეზობლები აცხადებენ 70 წლის ქალბატონი ყოველ წელს მიდიოდა ხოლმე თავისი ძმის მოსანახულებლად აღდგომის პერიოდში, თუმცა წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წასვლა ვერ შეძლო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *