Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: თვითმფრინავმა აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა მგზავრის გამო, რომელიც ფრენის დროს შეუძლოდ გახდა

კრიტზე, ირაკლიოს  აეროპორტში სასწრაფო ავარიული დაშვება განახორციელა თვითმფრინავმა Airbus 330, რომელიც სენტ- მავრიკიდან პარიზის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

როდესაც აღნიშნული რეისის თვითმფრინავი საბერძნეთის საჰაერო საზღვარს  მიუახლოვდა და კონკრეტულად კი კრიტის ზემოთ აღმოჩნდა,  მგზავრებიდან ერთ-ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

მომხდარის შესახებ მაშინვე ეცნობა მართვის ცენტრს და თვითმფრინავმა ირაკლიოს აეროპორტში  ავარიული დაშვების ნებართვა  ითხოვა.

თვითმფრინავის დაჯდომის მომენტისთვის ადგილზე  უკვე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც  მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანა.

მგზავრის ევაკუაციის  შემდეგ თვითმფრინავი კვლავ  ასაფრენად მოემზადა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან აღმოჩნდა რომ მას  ტექნიკური პრობლემა ჰქონდა.

საბოლოოდ გადაწყდა აეროპორტში ჩარჩენილი  მგზავრების  ირაკლიოში, სასტუმროში გადაყვანა და დაბინავება მანამდე, სანამ  დაზიანება არ აღდგება და თვითმფრინავი ფრენის გაგრძელებას შეძლებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *