Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ბრიტანელი ყოფილი მოდელი თავს დაესხა კაცს, რომელიც სიმსივნის დამარცხებას ზეიმობდა

ბრიტანელი ყოფილი მოდელი თავს დაესხა კაცს, რომელიც სიმსივნის დამარცხებას ზეიმობდა

ჯოჯოხეთად ექცათ მოგზაურობა სტივენ კენედისა და მის მეუღლეს, რომლებიც ინგლისში სტივენის მიერ სიმსივნის დამარცხებასა და მათი ქორწინების 40 წლისთავის აღსანიშნად ჩავიდნენ.

წყვილი ღამით მათთვის მნიშვნელოვანი მომენტების აღსანიშნად იყო გასული როცა სტივენ კენედის თავს სამანტა უილიამსონი, ყოფილი მოდელი და “სილამაზის დედოფალი” დაესხა.

44 წლის ყოფილი მოდელი დიდი ოდენობით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და სტივენთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როდესაც კაცმა მისი თავიდან მოშორება სცადა სამანტა უილიამსონი გაბრაზდა, სტიცენის მიმართულებით სასმელებისა და სანთლების სროლა დაიწყო გარშემო მაგიდებიდან.

ნივთების სროლის შემდეგ ყოფილი მოდელი კაცს თავს დაესხა, ზემოდან დაახტა და შეაფურთხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.

პოლიციამ თავდამსხმელი დაკავების ნაცვლად სახლში გადაიყვანა, ხოლო სასამართლომ კი მხოლოდ 6 თვიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა შეუფარდა და 1000 ლირით დააჯარიმა.

სასჯელით უკმაყოფილება გამოხატა თავდასხმის მსხვერპლმა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელს გაეკეთებინა სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა.

ყოფილი მოდელის ადვოკატი აცხადებს, რომ სამანტა უილიამსონი საკმაოდ წარმატებული იყო თუმცა დროთა განმავლობაში კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რამაც გამოიწვია მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *