ბუკინგემის წყევლა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება
ბუკინგემის წყევლა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება
მიშელ დე ნოსტრედამუსის წინასწარმეტყველებამ ინგლისის სამეფო შეძრა. უკვე მესამე კვირაა, რაც სასახლის კარზე ქაოსია.
გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე – ჩარლზი სიმსივნით არის დაავადებული, მსოფლიო შოკში ჩააგდო.
ბუკინგემში ქაოსი გამოიწვია სასახლის მფლობელების ჯანმრთელობის პრობლემებმა: ქეით მიდლტონი, პრინც ენდრიუსის ყოფილი მეუღლე – სარა ფერგიუსონი და თავად მეფე კარლოსი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნო პერიპეტიებს ებრძვიან.
სასახლის ოფიციალური განცხადებით ცნობილი გახდა, რომ მონარქს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუდასტურდა.
ამ ყველაფერს, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაც ემატება, სადაც ერთ-ერთ მონაკვეთში ის ამბობს: ,,კუნძულების მეფე, რომელიც ძალით იქნება განდევნილი, განწირულია. მეფეს ტახტიდან ის ჩამოაგდებს, ვისაც არ ექნება სამეფო ნიშანი“.
ბრიტანელმა მეცნიერ – ტექსტოლოგმა და ტექსტების მშიფრავმა მარიო რედინგმა, რომელიც თვლის, რომ ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა დედოფალ ელიზაბეტ II-ის სიკვდილი, გააანალიზა წინასწარმეტყველების ტექსტი, სადაც მინიშნებულია, რომ რომ მეფე ჩარლზ III გადადგება ტახტიდან. პრინცი ჰარი ჩაანაცვლებს პრინც უილიამს და ის გახდება მეფე, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი უკვე აღარ მოიხსენიება სამეფო დინასტიის მემკვიდრედ.
A statement from Buckingham Palace: https://t.co/zmYuaWBKw6
📷 Samir Hussein pic.twitter.com/xypBLHHQJb
— The Royal Family (@RoyalFamily) February 5, 2024
თეორიტიკოსები ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას რეალობას მიაწერენ გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე ნოსტრადამუსის მთელი რიგი წინასწარმეტყველებები პრაქტიკულად, სრული სიზუსტით ახდა, ისე როგორც მაგალითად: ჰიტლერის აღზევება, კენედის მკვლელობა, 11 სექტემბრის თავდასხმები აშშ ,,ტყუპი კოშკებზე“ , კორონავირუსი და სხვა.
რამდენადაც ნოსტრადამუსის ტექსტები, როგორც წესი, მისტიური და ძნელად ასახსნელია, მისი ხელნაწერების ინტერპრეტაცია უმეტესად მკითხველის ფანტაზიას ეფუძნება. სკეპტიკოსები კი, არგუმენტად იმ ფაქტსაც იშველიებენ, რომ საბედნიეროდ, 2023 წლისთვის ანტიქრისტეს მოსვლა და მესამე მსოფლიო ომის წინასწარმეტყველება მცდარი აღმოჩნდა…
რაც შეეხება ,,სამეფო წყევლას“, ამის დაჯერება კი ბევრს არ გაუჭირდება, რადგანაც სასახლეს, ბოლო 320 წლის განმავლობაში, (განსაკუთრებით კი სამეფო კარის ქალბატონებს, რომლებიც “უელსის პრინცესას” ტიტულს ატარებენ), მრავალი უბედურება დატყდათ თავს. ამის ცოცხალი მაგალითია: პრინცესა დაიანა, კაროლინა ბრაუნშვაიგელი – ვოლფენბიუტელი, რომელიც მოწამლული იყო, პრინცესა ქეითი დაბოლოს, მონარქი კარლოსი…
დღეს, მეფე ჩარლზის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბუკინგემმა განცხადება გაავრცელა: „მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო მკურნალობის ვრცელი კურსი, რომლის დროსაც ექიმებმა მას საჯარო გამოსვლების გადადება ურჩიეს, თუმცა მეფე ჩარლზი კვლავაც იქნება ინფორმირებული ბიუროკრატიული საკითხების შესახებ და ის რჩება სახელმწიფოს მეთაურად. მეფე მადლობას უხდის სამედიცინო ჯგუფს მათი სწრაფი ჩარევისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.
,,მეფე ჩარლზი ოპტიმისტურად არის განწყობილი, კმაყოფილია მკურნალობის შედეგებით და მოუთმენლად ელის – დაუბრუნდეს საკუთარ მოვალეობებს!“ – განაცხადა ბუკინგემის სასახლემ.
ბუკინგემის განცხადებაში განმარტებულია მიზეზი, თუ რის გამო გადაწყვიტა ბრიტანეთის მონარქმა დიაგნოზის გასაჯაროება: ,,მიზანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჭორების თავიდან აცილება და კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“.
