Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ

პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ

„გადაარჩინეთ თევზჭერის სექტორი“ — ამ მოწოდებით ათობით გემი პირეას პორტში შეიკრიბა. მეთევზეები აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ და არასაკმარისმა სახელმწიფო მხარდაჭერამ მათი საქმიანობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

მეთევზეებმა საპროტესტო აქცია კერაცინის თევზის ბაზრიდან დილის 10 საათის შემდეგ დაიწყეს და გემები პირეას პორტის E1 ნავმისადგომთან, საზღვაო და კუნძულთა პოლიტიკის სამინისტროსთან ახლოს, მიაყენეს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.

მეთევზეების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სწრაფად მიიღოს კონკრეტული ზომები და აფრთხილებენ, რომ მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში მათი საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

მეთევზეების მთავარი მოთხოვნა საწვავის სუბსიდირებაა, რათა მათ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. ისინი ასევე ითხოვენ ისეთივე მხარდაჭერას, როგორსაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მათი კოლეგები იღებენ.

მათი განცხადებით, საწვავის ღირებულების მკვეთრი ზრდა მეთევზეობის სექტორისთვის სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემად იქცა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *