კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა
კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა
კუნძულ კრეტაზე, ზონიანას დასახლებაში, ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა წყალმა გზისა და საფეხმავლო ხიდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გადაიღო.
სოფლის გზების დიდი ნაწილი ტალახიანი წყლით დაიტბორა, რომელმაც მიწა და სხვადასხვა ნარჩენი მასალა გაიტანა. ძლიერი ნაკადის ზეწოლის შედეგად საფეხმავლო ხიდი და გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩამოიშალა, რის გამოც სოფლის ორ ნაწილს შორის გადაადგილება შეფერხდა.
სტიქიამ ზონიანაში ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამჟამად შესაბამისი სამსახურების წინაშე მთავარი ამოცანა დაზიანებული გზისა და ხიდის აღდგენაა.
Facebook Comments Box
