Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კონტროლი ომონიაზე

კონტროლი ომონიაზე

ომონიის მოედანზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს დანა და ცხელი იარაღი აღმოაჩნდა.

პიროვნება, რომელიც  ომონიის მოედანზე დააკავეს, 1999 წლიდან 2016 წლამდე, რამდენიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. 55 წლის რუსი  ემიგრანტის დაკავების მიზეზი ამჯერად,  იარაღის უკანონო შენახვა  აღმოჩნდა.

protothema.gr-ის ინფორმაციით, შემთხვევა ომონიაზე მაშინ მოხდა, როცა პოლიციამ 55 წლის მამაკაცის მანქანა საეჭვოდ მიიჩნია და ანიშნა მას, რომ გაეჩერებინა. მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა და  გაქცევა სცადა, თუმცა რამდენიმე წუთით გზებზე მოძრაობა შეჩერდა და მოქალაქე დააკავეს.

როდესაც პოლიციის ოფიცრებმა მანქანა გაჩხრიკეს, ეჭვმიტანილის მანქანის  საბარგულში აღმოაჩინეს Walter-ის მარკის იარაღი – დაზიანებული სანომრე  და სერიული ნომრებით. ამასთან, 55 წლის მამაკაცს ასევე აღმოაჩნდა  ხანჯალი და ნარკოტიკული ნივთიერებები.

დაკავების გარდა, პოლიციამ იარაღი ბალისტიკური ანალიზისათვის, ECJ-ს გადასცა, რათა შეამოწმოს, იყო თუ არა ის გამოყენებული იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომლებსაც სამართალდამცავები იძიებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *