Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

30 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

30 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

კიდევ ერთი ქალი გამოასალმა სიცოცხლეს ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილმა პარტნიორმა და კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა პატრიარქალურმა წყობამ, რომელსაც უკვე წლებია სამართლებრივი მოქმედებებითა და პოლიტიკურ/სოციალური გამოსვლებით ზედაპირულად ვებრძვით.

სრულიად აღრინიოს მოსახლეობა შეძრა 43 წლის დორას მკვლელობის საქმემ, რომელიც მისმა ყოფილმა პარტნიორმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორშაბათს საღამოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დორა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მისი ყოფილი პარტნიორი ამ ფაქტს ვერ შეეგუა.

მკვლელობის შემდეგ დორას საქმრომ ფეისბუკ გვერდზე გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდებებელი პოსტი დაწერა. მან მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “არ დაგვცალდა ბედნიერები რომ ვყოფილიყავით! ნათელში იყოს შენი სული, მუდამ ჩემს გულში დარჩები.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *