Latest news
საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა საბერძნეთი: უფასო მამოგრაფიის პროგრამა განახლდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა ნიკოს კარველას: ვისის სანაცნობო წრე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება პანდიოს უნივერსიტეტი სტუდენტურ სართო საცხოვრებელს ხსნის ნიკოს კარველას საგადასახადო სამსახურის ინსპექტორებთან შელაპარაკება მოუვიდა 12 ოქტომბრიდან საბერძნეთში ციფრული ბარათი ახალ შრომით სექტორებზშიც დაინერგება ჩემი სახლი 3 - საბერძნეთში პირველადი საცხოვრებლის შესაძებად 230 000 ევრომდე შეღავათიანი სესხები გაიც... კოზანი: პენსიონერის სახლში სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
საბერძნეთიUncategorized

ვისთვის არის გრიპის ვაქცინა პრიორიტეტული

ვისთვის არის გრიპის ვაქცინა პრიორიტეტული

საბერძნეთში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სეზონი 2 ოქტომბერს დაიწყო. აფთიაქებში ვაქცინების საერთო მარაგის დაახლოებით 30% უკვე განაწილებულია. მიმდინარე სეზონზე საბერძნეთში ჯამში 3,64 მილიონი დოზის შეტანაა დაგეგმილი, გასულ სეზონზე კი 3,5 მილიონი დოზა იყო გათვალისწინებული.

გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ რიგში რეკომენდებულია 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ორსულებისთვის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში მყოფი და მეძუძური ქალებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს უვლიან. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებების თანამშრომლებისთვისაც.

რეკომენდებულია ვაქცინაცია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. თუმცა აცრა გრიპის სეზონის განმავლობაში მოგვიანებითაც შესაძლებელია. საბერძნეთში გრიპის გავრცელება, როგორც წესი, იანვარში მატულობს, პიკს კი თებერვალსა და მარტში აღწევს.

მეორე წელია საბერძნეთში ხელმისაწვდომია ცხვირის სპრეის სახით გამოსაყენებელი გრიპის ვაქცინაც, რომელიც განკუთვნილია 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ის არ არის რეკომენდებული ბრონქული ასთმის ან იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის. ასეთ შემთხვევებში ვაქცინის შესაფერისი ტიპი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინები კერძო აფთიაქებში დაზღვეული და დაუზღვეველი პირებისთვის უფასოა და რეცეპტი არ სჭირდება. გაძლიერებული ვაქცინებისთვის კი ექიმის დანიშნულებაა საჭირო.

ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვაქცინაციის საკითხი ოჯახის ექიმთან ან ფარმაცევტთან განიხილონ, განსაკუთრებით თუ ისინი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *