Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
მსოფლიოღირშესანიშნავი ადგილები

იაკობის ჭა: წმინდა ბერძნული მართლმადიდებლური ადგილი პალესტინაში

იაკობის ჭა, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების ეკლესიის შიგნით, არის ბერძნული მართლმადიდებლობის მნიშვნელოვანი კერა პალესტინაში, რომელიც თარიღდება ორი ათასწლეულით და მოხსენიებულია დაბადების წიგნში. იაკობის ჭის ეკლესია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ბიბლიის მკვლევარების გადმოცემით, როდესაც იაკობი პადან-არამიდან შექემში დაბრუნდა, დაბანაკდა „ქალაქის წინ“ და იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც კარავი გაშალა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც აშენდა იაკობის ჭა.

იაკობის ჭა არის ნახსენები აგრეთვე ახალი აღთქმის იოანეს სახარებაში, სადაც ჩაწერილია, რომ იესო „ მივიდა სამარიის ქალაქში, სახელად სიქარი, მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ვაჟს იოსებს. იქ იაკობის ჭა იყო.

ის ასევე ცნობილია როგორც იაკობის შადრევანი, სიქარის ჭა და Φρέαρ του Ιακώβ ბერძნულად, ეს არის წმინდა ადგილი მომლოცველებისთვის, რომელსაც პატივს სცემენ ქრისტიანული, ებრაული და მუსულმანური სარწმუნოებები.

ჭას 41 მეტრის სიღრმეზე აქვს და  მისი წვდომა შესაძლებელია ეკლესიაში შესვლით და კიბეებით საძვალემდე ჩასვლით, რომელშიც მდებარეობს ჭა პატარა ჯალამბარით და ვედროთი.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის იაკობის ჭის რელიგიური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აშენდა იმ მიწაზე, სადაც იესო ქრისტემ პირველად გაანდო მორწმუნეებს, რომ ის არის მესია.

პალესტინაში იაკობის ჭის ეკლესიის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 16 საუკუნით თარიღდება. პირველი ეკლესია IV საუკუნეში წმინდა ელენემ ააგო, მაგრამ მეხუთე-მეექვსე საუკუნეში ეკლესია დაანგრიეს სამარიელთა აჯანყების ლიდერებმა. იგი აღადგინა ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა და იდგა 720 წლამდე, ან შესაძლოა მე-9 საუკუნემდე. როდესაც ჯვაროსნები ჩავიდნენ პალესტინაში მე -12 საუკუნის დასაწყისში, ის დანგრეული იყო.

იაკობის ჭის ეკლესიის აშენების მესამე მცდელობა განახორციელეს ჯვაროსნებმა 1172 წელს, მაგრამ ის კვლავ დაინგრა სალადინის მიერ 1187 წლის ჰეტინის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ.

მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ეკლესია დანგრეულია მაგრამ ჭა ისევ იქ იყო. ქრისტიანები განაგრძობდნენ ამ ადგილის მონახულებას და თაყვანისცემას. 1860 წელს ღაზას ეპისკოპოსმა იყიდა ეს ადგილი და დაუბრუნა იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს.

1893 და 1908 წლებში იაკობის ჭის ეკლესია კვლავ აშენდა, თუმცა არასრული სახით, პატარა მონასტერთან ერთად. 1927 წელს იერიქონის მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ეკლესიასა და მონასტერს.

1979 წლისთვის პალესტინაში იაკობის ჭის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ არასრული იყო. იმ დროს დასავლეთი სანაპირო ოკუპირებული იყო ისრაელების მიერ და ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ეკლესიის გამო კამათი მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 1979 წლის ნოემბერში სიონისტური ჯგუფი შევიდა მონასტერში და აცხადებდა, რომ იგი ებრაელების წმინდა ადგილია და მოითხოვდა, რომ მოეხსნათ ყველა რელიგიური იკონოგრაფია.

ერთი კვირის შემდეგ მონასტერში თავდამსხმელი შეიჭრა და ხელყუმბარა ისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და მონასტერს სერიოზული ზიანი მიადგა. ამის შემდეგ იგი შევიდა ჭის საძვალეში და მოკლა ჭის მცველი, არქიმანდრიტი ფილომენოსი. სამი წლის შემდეგ თავდამსხმელი დააკავეს და მან აღიარა მკვლელობა. Jerusalem Post-ის ცნობით, ის 37 წლის, ფსიქიკურად დაავადებული თელავივის მკვიდრი იყო.

მამაკაცმა აღიარა არქიმანდრიტ ფილომენოსისა და სხვათა მკვლელობა, მათ შორის მონასტერში მონაზონზე თავდასხმა და თელ-ავივში ებრაელი ფსიქიატრის ნაჯახით მკვლელობა.

არქიმანდრიტი ფილომენოსი ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2009 წელს წმინდანად შერაცხა. მისი წმიდა ნაწილები ტაძარშია დასვენებული.

1980 წელს, წმინდა ფილომენოსის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, საპატრიარქომ იაკობის ჭის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად მამა იუსტინოსი მიავლინა.

მრავალი დაბრკოლების შემდეგ, მამა იუსტინოსმა საბოლოოდ მიიღო ნებართვა პალესტინის მაშინდელი პრეზიდენტის იასირ არაფატისგან გაეგრძელებინა ეკლესიის მშენებლობა.

იმ წლებში მუდმივად მეორდებოდა აგრესია და ძალადობრივი თავდასხმები და ეკლესიის ქურდობისა და განადგურების მრავალრიცხოვანი მცდელობა, მაგრამ მამა იუსტინოსი უკან არ იხევდა.

დღეს იაკობის ჭის ეკლესიას მომლოცველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა სტუმრობს ყოველწლიურად და ეს ადგილი მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციაა დასავლეთ სანაპიროზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *