Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

კრემლი: ისრაელის განცხადებები ღაზაზე ბირთვული დარტყმის შესახებ კითხვებს აჩენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ისრაელის იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელშიც ღიად ჩანდა ისრაელის მიერ ღაზაზე  ბირთვული დარტყმის განხორციელების იდეა, ბევრ კითხვას ბადებს.

კერძოდ, რადიო ინტერვიუში კითხვაზე ჰიპოთეტური ბირთვული ვარიანტის შესახებ, მინისტრმა ამიჰაი ელიგიაჰუმ უპასუხა: “ეს არის ერთადერთი გზა.”რასაც მწვავე რეაგიარება მოჰყვა.

გუშინწინ, კვირას, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იუსტიციის მინისტრ ამიჰაი ელიგიაჰუს, რომელიც კოალიციურ მთავრობაში მონაწილე ულტრამემარჯვენე პარტიას ეკუთვნის, შეუჩერა მთავრობის სხდომებში მონაწილეობა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა  ისრაელის ულტრანაციონალისტი მინისტრის განცხადება ღაზას სექტორზე ბირთვული ბომბის ჩამოგდების შესახებ “მიუღებელი” უწოდა და ყველა მეომარ მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ “სიძულვილის ენის” გამოყენებისგან.
„პრემიერმა ნეთანიაჰუმ და ისრაელის მთავრობამ უარყვეს ეს განცხადებები, რაც ჩვენ ასევე სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია“, – განუცხადა აკრედიტებულ ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.
ამ განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია არაბულ სამყაროშიც, მათ შორის საუდის არაბეთში, რომელიც ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე აწარმოებდა წინასწარ მოლაპარაკებებს ებრაული სახელმწიფოს აღიარებაზე და ნეთანიაჰუს აკრიტიკებდა მინისტრის არ გაძევების გამო.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *