Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ნავპლიო: მეგონა რომ მესიჯი გავუგზავნე ზრდასრულ ადამიანს, აცხადებს ბრალდებული მღვდელი

40 წლის მღვდელი ნავპლიოდან, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ უხამს ქმედებაშია ბრალდებული დაჟინებით ამტკიცებს,  რომ  აღნიშნული ვიდეო, რომელიც  მან  მოზარდს გაუგზავნა, სულ სხვა ადრესატისთვის იყო განკუთვნილი.

მისი ადვოკატის მეშვეობით პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში ის უარყოფს ზოგადად  არასრულწლოვანებთან  მსგავსი ხასიათის რაიმე ურთიერთობას, გარდა ამ ერთი კონკრეტული შემთხვევისა, როდესაც სულ სხვა, ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი მესიჯი შეცდომით 12 წლის მოზარდს გაუგზავნა, რადგან ორივეს  ერთი და  იგივე სახელი ერქვათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც არასრულწლოვანის მშობლებმა პოლიციას მიმართეს, რადგან ბავშვის მობილურ ტელეფონში ნახეს ვიდეომესიჯი, რომელშიც მღვდელი წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში მყოფი იყო დაფიქსირებული.

” ეს კონკრეტული შემთხვევა ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს,  არ შეიძლება მსგავსი ამორალური  ფაქტი  შესაბამისი რეაგირების გარეშე დავტოვოთ, შესაძლოა ამ ნაბიჯით სექსუალური ხასიათის ძალადობას გადავარჩინოთ ის ბავშვები, რომელთაც მსგავსი შემთხვევები ჰქონდათ, ანდა შესაძლებელია ჰქონდეთ მომავალში, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ.

კარგია, რომ ჩემმა შვილმა მაშინვე გაამხილა მომხდარის შესახებ”-აცხადებს 12 წლის მოზარდის დედა.

40 წლის მღვდლის წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის  უხამსობის მუხლით აღიძრა საქმე და ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *