Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ირაკლიო: პოლიციამ 22 წლის ბიჭი ქურდობისთვის და თაღლითობის მცდელობისთვის დააკავა

ირაკლიო: პოლიციამ 22 წლის ბიჭი ქურდობისთვის და თაღლითობის მცდელობისთვის დააკავა

ირაკლიოს მუნიციპალიტეტში 4 ქურდობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი თანმიმდევრულად.

ოთხივე ქურდობისთვის ბრალი ედება 22 წლის ახალგაზრდას, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა არა მხოლოდ ზემოთ ხსენებული მუხლით, არამედ თაღლითობის მცდელობისთვისაც.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 14 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სახლიდან და მაღაზიიდან 555 ევროს ოდენობის თანხა, მობილური და 990 ევროს ღირებულების პირადი ნივთები, 220 ევროს ღირებულების გათამაშების ბილეთები და საკრედიტო ბარათები მოიპარა, რომელთაგან ერთ-ერთი ბანკის ბარათის გამოყენება სცადა კიდეც.

ბრალდებულის დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ მოპარული ტელეფონი ამოიღო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *