Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სტუდენტური საცხოვრებლის ძიებისა და ღირებულების კუთხით ვითარება ყველა ზღვარს გასცდა – სტუდენტებმა ფინანსთა სამინისტროს წინ აქცია გამართეს

სტუდენტური საცხოვრებლის ძიებისა და ღირებულების კუთხით ვითარება ყველა ზღვარს გასცდა – სტუდენტებმა ფინანსთა სამინისტროს წინ აქცია გამართეს

სტუდენტური ასოციაციები ფინანსთა სამინისტროს წინ სტუნდეტური საცხოვრებლის ღირებულების ყოველდღიური მატების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

“სტუდენტური საცხოვრებლის ძიებისა და ღირებულების კუთხით ვითარება ყველა ზღვარს გასცდა.”

“ყოველდღიურად ასობით სტუდენტი ეძებს საცხოვრებლებს იმისთვის, რომ შევძლოთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყება თუ გაგრძელება და ბაზარზე ვხვდებით სარემონტო და საზარელ მდგომარეობაში ბინებს, რომლებსაც ცეცხლის ფასი აქვთ. არაფერს ვამბობთ ტურისტულ უბნებზე, სადაც თავისუფალ ოთახსაც კი ვერ ვპოულობთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა უნივერსიტეტს არ აქვს სტუდენტური თავშესაფარი და თუ აქვს, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუდენდებს იტევს. აღნიშნული საცხოვრებლები არ აკეთებენ შესაბამის განაცხადს თუ როდის დაიწყებენ სტუდენტების მიღებას, შესაბამისად მათი უპასუხისმგებლობისა და ბაზარზე არსებული ფასების გამო ვრჩებით ჰაერში. გამოუვალ მდგომარეობაშ ვიმყოფებით და არ ვიცით შევძლებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას. ათასობით სტუდენტს არ შეუძლია გაწვდეს ამ არარეალურ ფასებს, რადგან ბინის ქირის გარდა ყოველთვიურად ქალაქებში სასწავლებლად გაჩერების ღირებულება 1000 ევროს ცდება.”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *