Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო 82 წლის ასაკში მეოთხედ ხდება მამა

როგორც ჩანს რობერტ დე ნიროს “წარმატებამ”, რომელიც მაისის დასაწყისში, 79 წლის ასაკში  გახდა მამა, შურის გრძნობა აღუძრა ალ პაჩინოს,  რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის ასაკში მეოთხე შვილი ეყოლება.

მსახიობის უახლოესი გარემოცვის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობის 29 წლის პარტნიორი, ნურ ალფალაჰი რვა თვის ორსულია .

ამას გარდა ალ პაჩინო კიდევ სამი შვილის მამაა, მას ჰყავს 33 წლის გოგონა ჯული, რომელიც მას შეეძინა ჟან ტარანტთან და 22 წლის ტყუპები, ოლივია და ენტონი, ბევერლი დ’ანჯელოსგან.

პაჩინოს ალფალაჰთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია  პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა, როდესაც ისინი ერთად დააფიქსირეს რესტორანში, თუმცა პრესაში აღნიშნავდნენ, რომ  ისინი  კორონავირუსის პანდემიის დროიდან ხვდებოდნენ.

„პაჩინომ და ნურმა პანდემიის დროს დაიწყეს შეხვედრა. ის ძირითადად მდიდარ, ხანდაზმულ მამაკაცებს ირჩევს. არც თუ დიდი ხანია რაც ალთან არის და კარგად ატარებენ დროს. როგორც ჩანს, ასაკობრივი სხვაობა არ არის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ პაჩინო მის  მამაზე უფროსია“ – განუცხადა წყარომ პრესას.

გავრცელებული ინფორმაციით, ნურს ადრე ჰქონდა ურთიერთობა მიკ ჯაგერთან, რომელსაც  იგი  სავარაუდოდ ხვდებოდა მაშინ,  როდესაც ცნობილი როკერი 74 წლის იყო, ხოლო თვითონ 22 წლის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *