მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის 2032 წლისთვის დასრულება სულ უფრო ნაკლებად რეალისტურად მიირჩევა
მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის 2032 წლისთვის დასრულება სულ უფრო ნაკლებად რეალისტურად მიირჩევა
ათენში კიფსელის ტერიტორიაზე მეტროს მე-4 ხაზის გვირაბის მშენებლობა 2026 წლის მაისიდან შეჩერებულია. სამუშაოების გაგრძელებას საცხოვრებელ შენობებზე გამოვლენილი დაზიანებები და უსაფრთხოების საკითხები აფერხებს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პროექტის უსაფრთხოდ განახლების გზის შესაფასებლად უცხოელ სპეციალისტს მოიწვევენ. პარალელურად, საბერძნეთის ტექნიკური პალატა 14 შენობის მდგომარეობას სწავლობს, ხოლო დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია.
მშენებელი კონსორციუმი აცხადებს, რომ სამუშაოების რამდენიმე დღეში განახლებისთვის მზად არის, თუმცა შესაბამისი ნებართვა ჯერ არ მიუღია. პროექტის დასრულების ვადებიც გაურკვეველია – 2032 წლისთვის მისი დასრულება სულ უფრო ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევა.
