საბერძნეთი: ლიფტების სავალდებულო რეგისტრაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია
საბერძნეთი: ლიფტების სავალდებულო რეგისტრაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია
საბერძნეთის განვითარების სამინისტრომ ლიფტების სავალდებულო აღრიცხვის ვადის გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო. რეგისტრაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია.
ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ქვეყანაში ყველა ლიფტის ეტაპობრივ აღრიცხვას.
რეესტრი მიიღებს განაცხადებს სამი ძირითად შემთხვევაში:
- 2026 წლის 1 ივნისის შემდეგ დამონტაჟებული ახალი ლიფტების აღსარიცხად
- არსებული, მაგრამ გასული რეგისტრაციის ვადაში დაურეგისტრირებელი ლიფტებისთვის;
- უკვე რეგისტრირებული ლიფტების მონაცემების შესწორებისა და განახლებისთვის.
ახალი ლიფტების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი იქნება მათი დამმონტაჟებელი კომპანია, რომელმაც განაცხადი უნდა წარადგინოს შესაბამისობის დეკლარაციის გაცემიდან 90 დღის განმავლობაში.
ვადაგადაცილებული ძველი ლიფტების რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება 2027 წლის 10 ივლისამდე ჯარიმის გარეშე, თუ წარმოდგენილი იქნება მინიმუმ ერთი მესაკუთრის, შენობის მმართველის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა და ძირითადი ინფორმაცია შენობისა და ლიფტის შესახებ.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარდამავალ მექანიზმს, რათა ყველა ლიფტი მოხვდეს ოფიციალურ რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ლიფტების აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ჯარიმები კვლავ ძალაში რჩება.
ახალი სისტემა მიზნად ისახავს ლიფტების უსაფრთხოების კონტროლის გაუმჯობესებას და ქვეყნის მასშტაბით მათი ტექნიკური მდგომარეობის სრულ აღრიცხვას.
