Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა

მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა

ფოკიდაში მდებარე სკოლაში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით პოლიციამ მოსწავლე დააკავა. 

სამართალდამცავი ორგანოებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობაში არასრულწლოვანმა მატერიალური ზიანი მიაყენა სკოლის დამამთავრებელი კლასების შენობასაც. 

მოსწავლემ ხანძარი კვირას გამთენიისას გააჩინა, რის შედეგადაც ზიანი მიადგა ოფისებს, მერხებს, ბიბლითეკას და ელ.მოწყობილობებს. თუმცა არასრულწლოვანი აქ არ გაჩერებულა. ორშაბათს გამთენიისას ის უკვე დამამთავრებელი კლასების შენობაში შეიჭრა და ზიანი მიაყენა ელ. მოწყობილობებს, სცადა ლეპტოპის მითვისება და სკოლის სასადილოდან აიღო 20 ევრო.

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ხანძრის განზრახ გაჩენისთვის, ქურდობისა და სხვისი საკუთრებისთვის ზიანის მიყენებისთვის. 

პოლიციამ ასევე დააკავა არასრულწლოვანის მშობლებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *