Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

რუსული კანონმდებლობა კრძალავს სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის  მთავრობის მიერ მიღებული იქნა ახალი კანონპროექტი, რომლიც თანახმადაც სამედიცინო დარგის მუშაკებს ეკრძალებათ ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ადამიანის პირველადი, ან თუნდაც მეორადი გენდერული  მახასიათებლების შესაცვლელად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გააკრიტიკა როგორც ის უწოდებს,  დასავლეთის  მცდელობები რუსეთის საზოგადოებაში არატრადიციული ცხოვრების წესის, მათ შორის ლგბტ იდეოლოგიის დანერგვაში.

ახალი კანონპროექტი, რომელსაც რუსი კანონმდებლები განიხილავენ,  ოფიციალურად კრძალავს  სქესის შეცვლის ოპერაციებს, გარდა ბავშვებში თანდაყოლილი გენდერული ანომალიების მკურნალობისათვის  აუცილებელი ოპერაციებისა.

გარდა ამისა, კანონის ფარგლებში იკრძალება   ლეგალური დოკუმენტების შეცვლა ექიმების ან ნებისმიერი სამედიცინო ორგანიზაციის მიერ გაცემული „გენდერის დადასტურების მოწმობების“ საფუძველზე.

ეს ასევე ეხება ყველა საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, მათ შორის პასპორტს,  რომელიც ასახავს პირის მხოლოდ  ნამდვილ ბიოლოგიურ სქესს.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები განმარტავენ, აღნიშნული კანონპროექტი ჩამოყალიბდა როგორც აუცილებელი პირობა ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების დასაცავად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *