Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
კვირა, ოქტომბერი 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის

პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის

ყოფილმა პოლიტიკურმა თანამებრძოლმა, იოანის პრონიმაკისმა, მარია კარისტანიუს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. თანაპარტიელებს შორის გაუგებრობის მიზეზი პარასკევს სატელევიზიო ინტერვიუში მარია კარისტიანუს განცხადება გახდა, სადაც მან პრონიმაკი შანტაჟში დაადანაშაულა.

ფრონიმაკი აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ და აღნიშნულ საქმეს უკვე სამართალდამცავი ორგანოები განიხილავენ. იქვე დასძინა, რომ მომავალში იმ ადამიანების წინააღმდეგაც გეგმავს სამართლებრივ რეაგირებას, რომლებიც მას სოც.ქსელებში შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან და ცილს სწამებენ. 

დავა დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, რომელიც მარია კარისტიანუს საკუთრებაში აუქციონის შედეგად გადავიდა.

თავის ინტერვიუში კარისტიანუმ აღნიშნა, რომ ტემბის სარკინიგზო კატასტროფაში ქალიშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მსგავსი საკითხებისთვის აღარ ჰქონდა არც ფსიქოლოგიური ძალა და არც სურვილი. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია რეალურად არასდროს ყოფილა ფუნქციური, რასაც ადასტურებს ΓΕΜΗ-ში გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებაც, სადაც კომპანიის შემოსავალი ნულოვანია.

კარისტიანუმ ასევე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ კონკრეტული პირები. მისი თქმით, ფრონიმაკისი და კიდევ რამდენიმე ადამიანი სთხოვდნენ, სასწრაფოდ დაეხურა კომპანია, მისი კვალი გაექრო და ეს საკითხი დაემალა. კარისტიანუს მტკიცებით, ეს მოთხოვნა შანტაჟის ფორმას ატარებდა და მიზნად ისახავდა, პარტიასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლას.

თავის მხრივ, ფრონიმაკისმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ჟურნალისტების მიმართაც, რომლებმაც ინტერვიუ ჩაწერეს, რადგან, მისი თქმით, არ მისცეს შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში ეპასუხა მის წინააღმდეგ გამოთქმული, მისივე შეფასებით, „სამარცხვინო ბრალდებებისთვის“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *