Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები

რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები

მეთევზეებმა, რომლებიც გასული ხუთშაბათიდან სალონიკის სანაპიროსთან არიან გაჩერებული, საპროტესტო აქცია საწვავის მკვეთრად გაზრდილი ფასებისა და სექტორში დაგროვილი პრობლემების გამო გამართეს.

მეთევზეთა განცხადებით, არსებული ვითარება მათი საქმიანობის ეკონომიკურ მდგრადობას საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პრობლემების გადაჭრისა და მათთან დიალოგის დაწყებას მოითხოვენ.

სალონიკის ნეა კრინისა და კალამარიას სანაპირო მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა და საბერძნეთის სანაპირო მეთევზეობის გემთმფლობელთა გაერთიანების საბჭოს წევრმა, დიმიტრის ციპურასმა განაცხადა, რომ მეთევზეები მზად არიან საპორტო ინფრასტრუქტურის ბლოკირება სხვა ქალაქებშიც განახორციელონ, მათ შორის პირეასა და კავალაში.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს სურთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა. ციპურასმა პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს მოუწოდა, მივიდეს სალონიკის პორტში და აქციის მონაწილეებს პირადად შეხვდეს.

მეთევზეების მთავარი მოთხოვნა საწვავის ფასის შემცირებას უკავშირდება. მათი განცხადებით, დაახლოებით შვიდი თვის წინ დიზელის ფასი ლიტრზე 55–60 ცენტი იყო, ახლა კი 1,40–1,42 ევროს მიაღწია.

მეთევზეები ასევე მიუთითებენ, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებში სექტორის მხარდასაჭერად უფრო მასშტაბური სუბსიდირების ზომები მოქმედებს. მათი თქმით, იტალიაში მეთევზეებისთვის საწვავის სუბსიდიამ ლიტრზე 67 ცენტს მიაღწია, ხოლო ესპანეთმა, საფრანგეთმა და პორტუგალიამაც მიიღეს შესაბამისი მხარდამჭერი ზომები. საბერძნეთში კი, მათი ინფორმაციით, დახმარება მხოლოდ 12–16 ცენტს შეადგენს.

მეთევზეები აცხადებენ, რომ საწვავის მაღალი ფასი, სხვა დაგროვილ პრობლემებთან ერთად, მათი საქმიანობის გაგრძელებას სულ უფრო ართულებს და ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *