Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი ნერგავს სისტემას, რომელიც მეორადი მანქანის შესყიდვას უფრო უსაფრთხოს გახდის

საბერძნეთი ნერგავს სისტემას, რომელიც მეორადი მანქანის შესყიდვას უფრო უსაფრთხოს გახდის

საბერძნეთის ციფრული მმართველობის სამინისტროს განახლებული სერვისი OpenCar მოქალაქეებს ავტომობილის შესახებ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ავტომობილის სანომრე ნიშნის შეყვანით მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ არა მხოლოდ მისი ძირითადი მონაცემების, არამედ ტექინსპექტირების (ΚΤΕΟ) ისტორიისა და დაფიქსირებული გარბენის გადამოწმებაც.

ახალი ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია ბოლო ტექინსპექტირების თარიღისა და შედეგის, მომდევნო შემოწმების ვადის, შემოწმების ტიპისა და შესაბამისი სერტიფიკატის ნომრის ნახვა. ასევე ხელმისაწვდომია ბოლო შემოწმების დროს დაფიქსირებული კილომეტრაჟი.

სერვისი მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას ავტომობილის კატეგორიის, ფერის, ძრავის მოცულობის, რეგისტრაციის თარიღის, ექსპლუატაციის სტატუსისა და სადაზღვევო დაფარვის შესახებ. ამასთან, მფლობელის პირადი მონაცემები არ ქვეყნდება.

სიახლეა ისიც, რომ მონაცემებზე წვდომა სპეციალური API სისტემის საშუალებით ბიზნესებისთვისაც იქნება შესაძლებელი. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით სასარგებლოა სადაზღვევო კომპანიებისთვის, მეორადი ავტომობილების გამყიდველებისა და ლიზინგის კომპანიებისთვის, რომლებსაც ინფორმაციის ავტომატურად მიღება და საკუთარ სისტემებში ინტეგრირება შეეძლებათ.

ციფრული მმართველობის მინისტრის, დიმიტრის პაპასტერიუის განცხადებით, სერვისის გაფართოება ზრდის ინფორმაციის გამჭვირვალობას, ამარტივებს პროცედურებს და ხელს უწყობს ავტომობილებთან დაკავშირებული გარიგებების უსაფრთხოებას.

OpenCar-ის განახლებული სერვისი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://opencar.data.gov.gr/

მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორადი ავტომობილის შეძენისას, რადგან მყიდველს დამატებითი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ეს მონაცემები ავტომობილის სრულ ტექნიკურ შემოწმებას არ ანაცვლებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *