Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: Dentist Pass ბრუნდება – ვის ეხება პროგრამა

საბერძნეთი: Dentist Pass ბრუნდება – ვის ეხება პროგრამა

საბერძნეთში Dentist Pass-ის პროგრამა ბრუნდება, ამჯერად გაფართოებული ასაკობრივი კრიტერიუმებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 300 000 ბავშვი უფასო პროფილაქტიკურ სტომატოლოგიურ შემოწმებას შეძლებს. პროფილაქტიკური შემოწმების გავლა შეუძლიათ 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. წინა პროგრამისგან განსხვავებით, რომელიც 2023 წელს 6–დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდებოდა, ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა.

Dentist Pass-ის თავდაპირველი პროგრამა შემოსავლის კრიტერიუმებს არ ითვალისწინებდა და თითოეულ ბავშვზე 40 ევროს ფინანსურ დახმარებას გასცემდა. თანხა ციფრული ბარათის საშუალებით გაიცემოდა და მისი გამოყენება შესაძლებელი იყო პრევენციული სტომატოლოგიური მომსახურებისთვის, მათ შორის პირის ღრუს მდგომარეობის შემოწმებისა და კბილების პროფესიული წმენდისთვის.

ახალი პროგრამის დეტალები, მათ შორის განაცხადის შეტანის პროცედურა და დაფინანსებული მომსახურებების ჩამონათვალი, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ პრევენციის სახელმწიფო პროგრამა 2030 წლიდან მუდმივ ხასიათს მიიღებს და ახალი უფასო გამოკვლევები დაემატება. მათ შორის დაგეგმილია კანის კიბოს პრევენციული სკრინინგიც, რომლის მიზანიც დაავადების ადრეული აღმოჩენა და დროული მკურნალობაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *