Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ქარი და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი 

100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ქარი და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი 

მომდევნო 48 საათის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ პასუხისმგებელი ორგანოები საბერძნეთის მოსახლეობას ძლიერი ჩრდილოეთის სეზონური ქარების გამო, რომლის სიჩქარეც ზოგიერთ რაიონში 100 კმ/სთ-ს გადააჭარბებს. ძლიერი ქარებისა და მაღალი ტემპერატურის კოქტეილი მნიშვნელოვნად ზრდის ტყის ხანძრის გაჩენისა და სწრაფად გავრცელების საფრთხეს.

მეტეოროლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკი, კერძოდ მე-4 კატეგორია დღეს, 31 ივლისს, გამოცხადებულია ათენში და კუნძულ კითირაზე, პელოპონისოში, ცენტრალურ საბერძნეთში, ევიასა და სკიროს კუნძულებზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგეოსის კუნძულებზე, კრეტაზე, დასავლეთ საბერძნეთში, ასევე ევროსისა და სამოთრაკის რეგიონებში.

ქარები ძირითადად ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან დაუბერავენ. იონიის ზღვაში ქარი შედარებით სუსტი და ზომიერი იქნება, ხოლო ეგეოსის ზღვაში 7-8 ბოფორამდე.

ტემპერატურა დასავლეთ საბერძნეთში 38-39 გრადუსს მიაღწევს, დოდეკანისას კუნძულებზე დაახლოებით 37 გრადუსი იქნება, ხოლო იონიის კუნძულებსა და კრეტაზე 35 გრადუსამდე მოიმატებს.

ათენში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ტემპერატურა 22-დან 33 გრადუსამდე იმერყევებს, დაუბერავენ 8 ბოდორამდე სიმძლავრის ქარები.

სალონიკში ძირითადად უღრუბლო ამინდი იქნება, თერმაიკოსის ყურეში სუსტი ქარით, ხოლო ტემპერატურა 33 გრადუსს არ გადააჭარბებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *