დღეიდან პარასკევამდე საბერძნეთის ტერიტორიას ძლიერი სიცხის ტალღა გადაუვლის
დღეიდან პარასკევამდე საბერძნეთის ტერიტორიას ძლიერი სიცხის ტალღა გადაუვლის
საზაფხულო ყოველდღიურობას დაუბრუნდა საბერძნეთი ოთხშაბათიდან, 25 ივნისიდან მერყევი ამინდებისა და ადგილობრივი შტორმების შემდეგ, რომლებმაც თავი გასულ კვირას იჩინა.
ამინდმა გაუმჯობესება უკვე ორშაბათიდან დაიწყო, საშუალო ტემპერატურა 32-34 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო კუნძულებზე 30 გრადუსს მიაღწევს.
მეტეოროლოგი იანნის კალიანოს მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად 24 ივნისიდან ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს 37 გრადუსს მიაღწევს.
განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ოთხშაბათს, 25 ივნისს. ტემპერატურა კვირის ბოლომდე 40-42 გრადუსამდე მოიმატებს ატმოსფეროში აფრიკიდან თბილი ჰაერის მასების შემოდინების გამო.
Facebook Comments Box
