Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

12 ოქტომბრიდან საბერძნეთში ციფრული ბარათი ახალ შრომით სექტორებზშიც დაინერგება

12 ოქტომბრიდან საბერძნეთში ციფრული ბარათი ახალ შრომით სექტორებზშიც დაინერგება

2026 წლის 12 ოქტომბრიდან საბერძნეთში შრომის ციფრული ბარათის სავალდებულო გამოყენება ახალ სექტორებში დაიწყება. სისტემა დამატებით 500 000 დასაქმებულს მოიცავს, ხოლო მისი საერთო დაფარვა დაახლოებით 2,5 მილიონ მუშაკს მიაღწევს.

ცვლილება შეეხება საავადმყოფოებს, სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ცენტრებს, დასაქმების ხელშეწყობის სფეროს, ტელეკომუნიკაციებს, საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, სამრეცხაოებსა და დასუფთავების მომსახურების კომპანიებს.

შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხულმა საათებმა თითქმის 6,8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,5%-ით მეტია.

ციფრული ბარათების დანერგვის შემდეგი ეტაპი 16 ნოემბერს დაიწყება და საკონსულტაციო მომსახურებას, რეკლამას, საწყობებსა და ლოჯისტიკას, წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვას, სარემონტო მომსახურებასა და აზარტულ თამაშებს მოიცავს.

ციფრული ბარათის მიზანია სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის შემცირება და დასაქმებულთა უფლებების დაცვა. აპლიკაცია myErgani თანამშრომლებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გაეცნონ სამუშაო საათებს, დასვენების დღეებსა და შვებულების მონაცემებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *