Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

13 ოქტომბრიდან უფასო მამოგრაფიის პროგრამის განახლება იგეგმება

13 ოქტომბრიდან უფასო მამოგრაფიის პროგრამის განახლება იგეგმება

საბერძნეთში 13 ოქტომბრიდან იგეგმება პროგრამა „ფოფი ღენიმატა“-ს განახლება, რომელიც ქალებს ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით უფასო მამოგრაფიულ გამოკვლევას სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარიოს თემისტოკლეუსის განცხადებით, ბენეფიციარებისთვის პირველი SMS შეტყობინებების გაგზავნა 13 ოქტომბრიდან დაიწყება.

პროგრამის დაფინანსება უზრუნველყოფილია ეროვნული სახსრებით. ოქტომბრის ბოლომდე ასევე იგეგმება პრევენციული პროგრამა „პროლამვანო“-ს თითქმის ყველა მიმართულების განახლება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგის.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, SMS შეტყობინებებს მიიღებენ ის ქალები, რომლებსაც მამოგრაფია დადგენილი პერიოდულობის შესაბამისად კვლავ ეკუთვნით და ბოლო პერიოდში ეს გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ.

თემისტოკლეუსმა ხაზი გაუსვა ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ძუძუს კიბოს დროული გამოვლენის შემთხვევაში განკურნების მაჩვენებელი 95%-ს აღემატება.

მან ასევე ისაუბრა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის გეგმებსა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, სოციალური ქსელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შესაძლოა ძილის დარღვევა, ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის პრობლემები გამოიწვიოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *