14 წლის სირიელ ბიჭს უკვე მესამე დღეა ეძებენ
14 წლის სირიელ ბიჭს უკვე მესამე დღეა ეძებენ
პარასკევს, 8 აგვისტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრიდან, რომელიც კიფსელზე მდებარეობს, გაუჩინარდა 14 წლის ზიად ალბაკო ალალი.
არასრულწლოვანი წარმოშობით სირიიდან არის.
ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციას “ბავშვის ღიმილი”-ს (“ხამოღელო ტყ პედიუ”) დღეს მიაწოდეს ინფორმაცია და ორგანიზაციამაც დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა არასრულწლოვნის მონაცემები, რათა საზოგადოებამ შეძლოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხმის მიწვდენა იმ შემთხვევაში, თუ ფლობს რაიმე ინფორმაციას.
ზიად ალბაკო ალალი 160 სანტიმეტრია, გამხდარი. აქვს მოკლე წაბლისფერი თმა და წაბლისფერი თვალები. გაუჩინარების დღეს ეცვა ნაცრისფერი სპორტული შარვალი და მაისური, რომლის ფერიც გარშემომყოფებს არ ახსოვთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიცია მოუწოდებს ყველას მიმართონ პოლიციას ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში.
