Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს

19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს

კეფალონიის ქალაქ არღოსტოლში 19 წლის მირტოს გარდაცვალების შემდეგ ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც ერთ-ერთი ბრალდებულის, კერძოდ ყოფილი სპორტსმენის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, მოწმემ ხმამაღლა საუბრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მირტოს გარდაცვალების შესახებ შეიტყო. 31 წლის ქალმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას და განაცხადა, რომ ეჭვი ჰქონდა, რომ 26 წლის ყოფილმა სპორტსმენმა მას სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა მისი გაუპატიურების მიზნით.

მოწმემ ისაუბრა 2022 წლის ზაფხულში მომხდარ შემთხვევაზე. იმ ღამით არღოსტოლის ერთ-ერთ კაფე-ბარში იმყოფებოდა, როცა მეორე კოქტეილის შემდეგ გონება დაკარგა და მეორე დილით სახლში გაიღვიძა. მას არ ახსოვდა არაფერი გასული ღამიდან.

“მეორე დღეს ჩემმა მეგობრებმა გამახსენეს რომ ბარში ვიყავი, როცა მომიახლოვდა ბრალდებული, რომელსაც ვიცნობდი, თუმცა ახლო ურთიერთობა არ მქონია. მალევე დავიწყე მასთან ერთად ცეკვა და შემდეგ მაკოცა. ზემოთჩამოთნახსენებიდან მე არაფერი მახსოვს. მომხდარი საერთოდ გამქრალი იყო ჩემი გონებიდან როცა გავიღვიძე. არც ის მახსოვს როგორ შევძელი მანქანით სახლში დაბრუნება. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ თავბრუსხვევას ვგრძნობდი და არ მქონდა სხეულზე არანაირი ძალადობის კვალი არ მიმიმართავს პოლიციისთვის. დღეს, როცა მირტოს გარდაცვალების შესახებ შევიტყე და ვნახე, რომ იგივე ადამიანია გარეული ამ საქმეში ეჭვი გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ აუცილოებელი იყო მომეყოლა მოომხდარის შესახებ.” – აცხადებს მოწმე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *