Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

2 და 3 დეკემბერი: 48 საათით გაიფიცებიან ტაქსის მძღოლები

2 და 3 დეკემბერი: 48 საათით გაიფიცებიან ტაქსის მძღოლები

ტაქსები ხვალ, სამშაბათს 2 დეკემბერს და ოთხშაბათს 3 დეკემბერს მოძრაობას შეწყვეტენ, 48 საათიანი გაფიცვის ფარგლებში, რომელიც ნელ-ნელა მუდმივ ხასიათს იძენს.

ტაქსის მძღოლთა ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული გადაყვეტილების თანახმად მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაფიცვის ფარგლებში სრულიად ქვეყნის მასშტაბით იგეგმება საპროტესტო აქციები. 

გაფიცვის გადაწყვეტილება კომიტეტმა 24 ნოემბერს მიიღო. 

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ პროფესიასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს სახელმწიფო და ითხოვენ ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარებას.

მათ მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება, რომელიც წესით 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ჩაეშვას. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.

მოთხოვნათაგან ერთ-ერთია: 

  • სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია, 
  • ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
  • ტარიფების კორექტირება, 
  • სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *