Latest news
ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე 26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება ოლიმპოს მთა თოვლმა დაფარა 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო 70 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი კვლავ სტუდენტი გახდა ΟΠΕΚΕΠΕ: ღიორღოს ქსილურის სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვალში ჩაინიშნა
შაბათი, ივლისი 25, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

2026 წლიდან საგზაო გამშვებ პუნქტებზე გადასახადი 5-10 ცენტით მოიმატებს

2026 წლიდან საგზაო გამშვებ პუნქტებზე გადასახადი 5-10 ცენტით მოიმატებს

2026 წლიდან ატიკის ავტომაგისტრალზე მგზავრობის საფასური გაიზრდება, რადგან მძღოლებისთვის ფასის 5-10 ცენტით გაზრდა იგეგმება.

უფრო კონკრეტულად კი ავტომანქანები, რომლებიც მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან 5 ცენტით მეტს გადაიხდიან, შესაბამისად 2,50 ევროს ნაცვლად გამშვებ პუნქტზე გავლა 2,55 ევრო დაუჯდებათ.

5 ცენტით გაიზრდება საფასური ასევე მეხუთე კატეგორიის მანქანებისთვისაც, რომელთა კატეგორიაშიც პატარა და საშუალო ზომის ფურგონები შედის. შესაბამისად მათ მფლობელებს 6,25 ევროს ნაცვლად 6,30-ის გადახდა მოუწევთ.

სატვირთოებისთვის საგზაო გადასახადი კი 10 ცენტით მოიმატებს, რაც 2026 წლიდან გამშვები პუნქტების გავლის ღირებულებას 10,10 ევრომდე გაზრდის. 

აღსანიშნავია, რომ მოტოციკლეტებისთვის საფასური იგივე რჩება და სტაბილურად 1,25 ევროს შეადგენს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *