Latest news
დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ΔΥΠΑ-ს საბავშვო ბაღებმა აღსაზრდელთა პირველადი სია გამოაქვეყნეს

2026-2027 სასწავლო წლისთვის ΔΥΠΑ-ს საბავშვო ბაღებმა აღსაზრდელთა პირველადი სია გამოაქვეყნეს

საბავშვო ბაღებში ჩარიცხულთა პირველადი სია უკვე გამოქვეყნებულია. სია შეიაცავს როგორც ჩარიცხული ბავშვების მონაცემებს, ასევე სარეზერვო კანდიდატებსა და უარყოფით განცხადებებსაც.

საბავშვო ბაღებში სიარული აღსაზრდელთათვის უფასოა, ხოლო შერჩევა ეკონომიკური და სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე ხდება. დაინტერესებულ პირებს გადაწყვეტილების გასაჩივრება 21 ივლისის 18:00 საათიდან 23 ივლისის 23:55 საათამდე შეუძლიათ. საჩივრები ელექტრონულად, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით მიიღება: kidcare.dypa.gov.gr.

ΔΥΠΑ-ს საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს 1 სექტემბრიდან 31 ივლისამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 06:45-დან 16:00 საათამდე. ისინი განკუთვნილია 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და უზრუნველყოფს შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობების ყოველდღიურ პროგრამას, რომელიც ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას ემსახურება. გამონაკლისია ილიუს საბავშვო ბაღი, რომელიც მხოლოდ 16 თვიდან 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებს მიიღებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *