Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიდღესასწაულები

25 მარტს ტრადიციულად ვირთევზას ნივრის სოუსით მიირთმევენ

25 მარტს ტრადიციულად ვირთევზას ნივრის სოუსით მიირთმევენ

წარმოუდგენელია ბერძნული სუფრა, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს, ნივრის სოუსში ამოვლებული ვირთევზას გარეშე. 

ეს ტრადიცია ასობით წელს ითვლის და აერთიანებს ქვეყნის ისტორიულ მოვლენებს და რელიგიურ მრწამსს. 

1938 წლის 25 მარტიდან ამ დღეს აღნიშნავენ საბერძნეთის განმათავისუფლებელი რევოლუციის დასაწყისსა და ხარების დღესასწაულს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი თითქმის ყოველთვის დიდ მარხვას ემთხვევა, როცა აკრძალულია ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების მოხმარება, ეს კონკრეტული დღე, იმისათვის რომ ხარების დღესასწაული, კაცობრიობის ხსნის დასაწყისი, სათანადოდ აღინიშნოს, ერთგვარ შესვენებად ცხადდება და ნებადართულია როგორც თევზის, ასევე ზეთისა და ღვინის მიღებაც კი. 

ამ კონკრეტული თევზის სახეობის შერჩევა შემთხვევით მოხდა, რადგან შეესაბამებოდა ქვეყანის იმდროინდელ ეკონომიკურ და გეოგრაფიულ ვითარებას. ვირთევზა, განსაკუთრებით კი დამარილებული ვირთევზა, ღარიბების საკვებად ითვლებოდა. მისი იმპორტირება უცხოეთიდან ხდებოდა და სასურსათო მაღაზიებში იყიდებოდა. გარდა თევზის ხელმისაწვდომი ფასისა, სხვა თევზების სახეობებთან შედარებით, ვირთევზას შენახვა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო შესაძლებელი. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ბერძნები საკმაოდ ღარიბი ხალხი იყვნენ, მათთვის ახალ თევზთან შედარებით უფრო ადვილი იყო ვირთევზას შეძენა და მისი მომზადება ნივრის სოუსთან ერთად, რომელიც მას ასე ძალიან უხდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *