Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება

27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება

აღიოს დიმიტრიოსზე, ასირმატოსის პარკში ბერძენი პოლიციელის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.

ბრალდებული 20 წლის მეზღვაურია. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავემ მსხვერპლს 20 სანტიმეტრიანი დანით მიაყენა ჭრილობები, დაჭრილი სკვერში დატოვა და თავად სახლში დაბრუნდა. გამოძიების შედეგად დანაშაულის იარაღი დაკავებულის სახლის სახურავზე მდებარე წყლის გამაცხელებლიდან ამოიღეს.

პრესისთვის ამ დრომდე ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად 27 წლის ბიჭს 3 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა გოგონასთან, რომელსაც პარალელურად შეტყობინებებს უგზავნიდა ბრალდებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ გოგონა 27 წლის ბიჭს დაშორდა და ურთიერთობა ბრალდებულთან დაიწყო. როგორც ჩანს პოლიციელის შვილმა იეჭვიანა, ყოფილ პარტნიორს დაურეკა და შერიგება სთხოვა. ახალგაზრდები აღნიშნული გაუგებრობის გასარკვევად შეხვდნენ. მათი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა რის შედეგადაც დამნაშავემ ბიჭს გულის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის 18 წლის მეგობართან ერთად ადგილიდან მიიმალნენ. სახლში მიბრუნებისას ტანსაცმელი გამოიცვალეს და შეყვარებულებთან შესახვედრად წავიდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავეს არ უხსენებია, რომ 27 წლის ბიჭი დაჭრა. მან დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, როცა ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

განყოფილებაში მსხვერპლის ყოფილი და თავდამსხმელის ამჟამინდელი პარტნიორი მივიდა და სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას მომხდარის შესახებ. მეორე ადამიანი ვინც პოლიციაში თავისი ნებით გამოცხადდა იყო დამნაშავის 18 წლის მეგობარი, რომელიც ჩხუბს და მკვლელობის სცენასაც შეესწრო. ბოლო კი განყოფილებაში თავად დამნაშავე მივიდა, თქვა თუ სად დამალა დანაშაულის იარაღი და ბოდიში მოიხადა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *