Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

30 მაისიდან ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესდება

30 მაისიდან ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესდება

სულიწმინდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ სამდღიანი უქმეებს ადამიანების უმეტესობა სანაპიროებზე, კუნძულებსა და ზღვისპირა კურორტებზე ატარებს. მიუხედავად გასულ დღეებში ატმოსფეროში ცივი მასების შემოდინებისა და ხანმოკლე წვიმებისა, საბერძნეთის უმეტეს რეგიონში დღეიდან ზღვის წყლის ტემპერატურა 21-23°C-ს მიაღწევს, რაც სეზონის პირველი ბანაობისთვის საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

მიუხედავად ამისა, წყალი ჯერ კიდევ არ არის ისეთი თბილი, როგორიც ზაფხულის შუა პერიოდში.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა 23°C, იონიის ზღვასა და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე ფიქსირდება. დანარჩენ საზღვაო რეგიონებში წყლის ტემპერატურა ძირითადად 21-22°C-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სეზონისთვის სრულიად ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება.

სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ბავშვებს, ხანდაზმულებსა და სიცივის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს. რეკომენდებულია წყალში შესვლა ნელა და ეტაპობრივად, რათა ორგანიზმი ტემპერატურას ადვილად მოერგოს. ასევე არ არის სასურველი ზღვაში მოულოდნელად ჩახტომა, განსაკუთრებით მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ.

ზაფხულის პროგრესირებასთან ერთად ზღვის წყალი კიდევ უფრო გათბება. აგვისტოში, რომელიც ტრადიციულად ყველაზე თბილი თვეა, საბერძნეთის ზღვებში ტემპერატურა ხშირად 25-28°C-ს აღწევს, ხოლო არაღრმა და შედარებით დახურულ ყურეებში შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

შაბათი, 30 მაისი
არასტაბილური ამინდი ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იქნება. მოსალოდნელია დროებითი ღრუბლიანობა, ადგილობრივი წვიმები და მთიან რეგიონებში ჭექა-ქუხილი. დანარჩენ რეგიონებში ამინდი უმეტესად მზიანი იქნება. ტემპერატურა 25-30°C-ს მიაღწევს.

კვირა, 31 მაისი
ქვეყნის უმეტეს ნაწილში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. შუადღისა და საღამოს საათებში აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკისა და მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ადგილობრივი ჭექა-ქუხილი. ტემპერატურა 28-30°C-მდე მოიმატებს, ხოლო თესალიასა და ცენტრალურ მაკედონიაში ზოგან 31-32°C-საც მიაღწევს.

ორშაბათი, 1 ივნისი (სულწმინდობა)
ამინდი თითქმის მთელ ქვეყანაში კარგი და მზიანი იქნება. შუადღის შემდეგ მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექის მატება და ხანმოკლე წვიმა და ქარები სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან. დაუბერავს 3-5 ბოფორის სიმძლავრის ქარი, ხოლო ეგეოსის ზღვაში ზოგან 6 ბოფორამდეც მოიმატებს. ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *