Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: მუშები მთელი საბერძნეთიდან ზეთისხილის საკრეფად მიდიან

ამ დროისთვის კრეტაზე არა მხოლოდ უცხოელები, არამედ თვით ბერძნები, ჩრდილოეთ საბერძნეთიდანაც კი ზეთისხილის საკრეფად მიემართებიან, რადგან ზეთისხილის კორომების მფლობელებს ძალიან უჭირთ უცხოელი მუშახელის პოვნა.

ირაკლიოს შრომის ცენტრი მუშათა ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად აწარმოებს პროგრამას, რომლის მეშვეობითაც უმუშევრები მოტივირებულნი არიან იმუშაონ ზეთისხილის სექტორში გადაადგილების და ცხოვრების ხარჯების დაფარვით.

პროგრამაში ამ დროისთვის 500 უმუშევარ მონაწილეობს. წელს ამინდის პირობების გამო მოსავალი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მუშახელის საჭიროება მაინც დიდია. ოფიციალური მონაცემებით, კუნძულს ამჟამად 10 000 მუშა აკლია.

როგორც ცნობილია, მოსავლის აღების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მიაღწევს ზეთისხილის ნაყოფი ზეთის ყველაზე მაღალ შემცველობას. თითოეულ რეგიონს მოსავლის მომწიფების თავისი დრო აქვს.

მოსავლის აღება ნოემბერში იწყება და თებერვალში მთავრდება. ექსპერტ მეცნიერთა აზრით, ეს პერიოდი საუკეთესოა უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებისთვის, რომელიც შეიცავს მის ყველა სასარგებლო მახასიათებელს.

ზეთისხილის კრეფის გზა და მეთოდი გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის წარმოებაში.

მოსავლის აღების მრავალი გზა არსებობს, ბევრი მათგანი თანამედროვე მანქანა-დანადგარებმა ჩაანაცვლა და მწარმოებელს ეს პროცესი გაუადვილა, მაგრამ ხეების დაცვის, ნაყოფის სიჯანსაღის შენარჩუნების და საბოლოოდ პროდუქტის უმაღლესი ხარისხის მიღების თვალსაზრისით, ნაყოფის ხელით კრეფას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *