Latest news
ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო...
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

დაღესტანი: საშინელი სცენა აეროპორტში-ისინი ეძებდნენ ისრაელის მოქალაქეებს და ყვიროდნენ “ალაჰ აკბარ”

რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ მახაჩკალას აეროპორტში კვირას ძალადობრივ შეჭრაში ბრალდებული 60 ადამიანი დააკავეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა ცხრა პოლიციელი. ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს.

“არეულობის ყველაზე აქტიური 150-ზე მეტი მონაწილე იდენტიფიცირებულია, ხოლო 60 მათგანი დაკავებული.”- აცხადებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

კვირას ათობით მამაკაცი შეიჭრა მახაჩკალას აეროპორტის ტერმინალში და ასაფრენ ბილიკზე და ეძებდა მგზავრებს ისრაელის რეისზე.

ვიდეოებში, რომელთა ავთენტურობა უშიშროების სამსახურმა დაუყოვნებლივ ვერ გადაამოწმა, ნაჩვენებია, რომ შეჭრილები ცდილობენ გააკონტროლონ მანქანები, ითხოვენ მგზავრების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, აიძულებენ ტერმინალის კარის გაღებას და უახლოვდებიან თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკს.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები ჩაერივნენ,  რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 22:20 საათზე აეროპორტი უკვე გათავისუფლებული იყო იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც შეიჭრნენ ტერიტორიაზე.

ჯერ კიდევ გაურკეველია გაფრინდა თუ არა თვითმფრინავი უკან და რა მდგომარეობაში არიან მგზავრები. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ცნობით, აეროპორტი 6 ნოემბრამდე დაკეტილი იქნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *