Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ექვსი თვის ბავშვი სასიკვდილოდ სცემეს

ექვსი თვის ბავშვი სასიკვდილოდ სცემეს

შოკი ვერიაში !!!  ” ეს მე არ გამიკეთებია, ეს ვიღაცა უცხომ გააკეთა!” –  ასეთი იყო პოლიციის მიერ დაკავებული,  ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედის პირველი განცხადება!

სამშაბათს, 9 იანვარს, გვიან ღამით, ქალაქ ვერიის საავადმყოფოში მძიმე გარემოება სუფევდა. იქ მყოფთა  ჩვენებებით გაირკვა, რომ  ექვსი თვის ჩვილი საავადმყოფოში ბებიამ და ბაბუამ მიიყვანეს. ბავშვს ,  პულსი არ ესინჯებოდა და იგი სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იყო.  დაკავებულ იქნა ჩვილის დედა, რომელიც შვილის მკვლელობაშიია ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის დედამ საკუთარი ჩვილი  სასტიკად სცემა, შემდეგ კი, მოახრჩო. ამ ფაქტის შემსწრე, ქალის კიდევ ორი, არასრულწლოვანი ბავშვი გახდა. მსხვერპლის  შეშინებულმა  ძმებმა ყვირილი დაიწყეს, რაც მოპირდაპირე სახლში მცხოვრებმა ბებიამ და ბაბუამ გაიგეს. როცა ისინი ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ,  ნახეს, რომ  უბედური ბავშვი სისხლში ცურავდა.

საავადმყოფოს ექიმები  უშედეგოდ ცდილობდნენ ბავშვის გადარჩენას.

ბებია – ბაბუის აღიარებიით, დედას ფსიქიური აშლილობა  ჰქონდა და წარსულში ჰოსპიტალიზირებული იყო ფსიქიატრიულ კლინიკაში.

დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია და პოლიცია მომხდარის ზუსტ გარემოებებს იძიებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *